საწყის პერიოდთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი გაზრდილია.
ჩინურ „სინოფარმზე“ დედაქალაქში მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მსურველები აცრის პუნქტების დამატებას ითხოვენ. გეგმაშია კიდევ 500 000 დოზის შემოტანა. თუმცა იმუნიზაციის გეგმიურ დღიურ მაჩვენებელს რეალური მონაცემები თითქმის ორჯერ ჩამორჩება. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა რეგიონებში, სადაც აცრილთა რაოდენობა მკვეთრად დაბალია. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობა სახელდება, რაც ჩვენს მიერ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული გამოკითხვითაც დასტურდება. საინფორმაციო კამპანიის გააქტიურების აუცილებლობაზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. იმუნური ფენის ჩამოსაყალიბებლად წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი, თუმცა დღეს მოქალაქეთა მხოლოდ 1.4 %-ია ვაქცინირებული.