კახეთში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით არსებულ ათ ამცრელ პუნქტში ვაქცინას დღეს 400-ზე მეტი ადამიანი გაიკეთებს. ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ იმატა. დღის განმავლობაში საშუალოდ 500-დან 700-მდე ადამიანი შესაბამის პორტალზე რეგისტრირდება.
იმუნიზაციის პროცესში ჩართულია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უწყებები. კახეთში „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 12 ათასამდე მოქალაქემ უკვე ჩაიტარა.