საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. ამ დროისთვის აცრილია 100 ათასზე მეტი ადამიანი. მასობრივი იმუნიზაციის პროცესში დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სააგენტოს თანამშრომლები ჩაერთნენ. საქართველოს ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-პროტესტანტული, სახარების რწმენის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიისა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ. რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლს აქტიურობისკენ მოუწოდეს.