იმერეთის გუბერნატორი ქუთაისში, ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საჯაროდ აიცრა.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ეპიდემიის დამარცხება ვაქცინაციის საშუალებით არის შესაძლებელი, მხოლოდ ჩაკეტვით ეს ვერ მოხდება. იმერეთის გუბერნატორმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. იმერეთის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ვაქცინაცია უკვე დაიწყო სოფლებშიც, მოსახლეობა აცრას ამბულატორიებში შეძლებს.