როგორი იქნება ვაქცინაციის ეროვნული გეგმა საქართველოში – დღეს დამტკიცდება დოკუმენტი, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.