კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულთა ვაქცინაცია დაიწყო.
დღეს გეგუთის №14; გლდანის № 8 და რუსთავის ქალთა № 5 ციხეებში მყოფი მსჯავრდებულები იცრებიან. ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც გამოთქვეს აცრის სურვილი. გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდებულია, გლდანში – 120, ხოლო რუსთავში – 30. ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.