ვანო მერაბიშვილის გეგმები - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. ვანო მერაბიშვილის გეგმები ხელისუფლების ცვლილებისა და საპროტესტო აქციების დაწყების საკითხზე, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „მე როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში,“ – ამბობს მერაბიშვილი.

მისივე თქმით, ის არ არის საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ არის პატრიოტი. „ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა“, – აღნიშნა მან „უკრინფორმის“ მედიაცენტრში.