„ხალხის ძალის“ კანონპროექტების გაწვევის მიუხედავად, ოპოზიციისთვის ბრძოლა დასრულებული არ არის.
ხელისუფლების ოპონენტები ახლა მთავარ მოთხოვნად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის დროულად შესრულებას აყენებენ და სწორედ ამ მიმართულებით გეგმავენ გააქტიურებას. ჩნდება სხვა მოთხოვნებიც, რაზეც შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ევგენი კისელიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ბრძოლის მთავარი ხაზი ხელისუფლების შეცვლის და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნებზე გადის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, რომელიც ბოლო დღეების საპროტესტო გამოსვლების ავანგარდში მყოფად სწორედ მის პოლიტიკურ ძალას აცხადებს და არც თბილისური მაიდნის სცენარს გამორიცხავს.
წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის გზავნილებს მძიმე რეაქციები მოჰყვა.
თამუნა წიკლაური არკვევდა, როგორ აპირებს ოპოზიცია იმ ახალგაზრდების საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას, რომლებმაც ოთხდღიანი აქციების დროს პოლიტიკოსებისგან მაქსიმალური დისტანცირება მოახდინეს.