მძიმე მდგომარეობაშია ვანის რაიონის, სოფელ დიხაშხოს ტურისტული ობიექტი.
გოგირდის გეიზერთან ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. იმის მიუხედავად, რომ თერმული წყლის გეიზერი უცხოელ სტუმრებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, დღემდე წყლის სამკურნალო თვისებებიც კი არ არის შესწავლილი. მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებული, სამკურნალო აბანოებამდე მისასვლელი გზა კი, დანგრეულია.
„მოამბე“ დაინტერესდა, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ობიექტთან დაკავშირებით.