მხოლოდ შარშან 25 ათასი ტურისტი სტუმრობდა ვანის ტურისტულ ლოკაციებს.
წელს ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა და გაუმჯობესდა სივრცეც, სადაც ვიზიტორებს ტურისტულ ლოკაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან.
„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ დაფინანსებით შესრულებულ პროექტებს ადგილზე ირმა ჭოლაძე და დავით ლორთქიფანიძე გაეცნენ.