ვალეს მოსახლეობა მათ კუთვნილ ხეხილის ბაღებში გზის გაყვანას აპროტესტებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ადგილობრივები იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც ერთ-ერთმა კომპანიამ მათ კუთვნილ ხეხილის ბაღებში გზა გაიყვანა. როგორც მოსახლეობა ამბობს, გზაზე სატვირთო მანქანები დადიან და ხეები მთლიანად დაზიანდა.
ადგილობრივები შესაბამის ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. კომპანია “ბესტში” ამბობენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ ხეხილის ბაღებს მეპატრონეები ჰყავდათ.
როგორც ისინი ამბობენ, გზა მდინარის პირას ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებისთვის გაიყვანეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ალტერნატიული გზა გამოინახება.