როცა აფთიაქში უცხო ქვეყნის მიერ წარმოებულ წამალს ვყიდულობთ, ანოტაციის წაკითხვა უცხოენოვანი ინსტრუქციიდან გვიწევს. თუმცა, ფარმაცევტულ ბაზარზე, შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს.
თუ პარლამენტი თბილისის საკრებულოს მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაამტკიცებს, ფარმაცევტული კომპანია ვალდებული იქნება, რომ წამალი ქართულენოვანი ინსტრუქციით გაყიდოს.
ავტორები არგუმენტად საერთაშორისო პრაქტიკას ასახელებენ. მომხმარებლებისგან გასხვავებით, მოსალოდნელ ცვლილებას ნეგატიურად ხვდებიან ფარმაცევტული ფირმები, რომლებიც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მედიკამენტების გაძვირებას აანონსებენ.