ვაკის პარკში საქველმოქმედო კროსი იმართება

კავკასიის ფრანგული სკოლის ორგანიზებით ვაკის პარკში საქველმოქმედო კროსი იმართება. შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ორგანიზაციას „ემაუს საქართველო“.

ღონისძიების მიზანი ბავშვების ცნობიერების ამაღლებაა უსახლკაროების, შიმშილისა და სიღარიბის პრობლემასთან დაკავშირებით.

საქველმოქმედო აქციაში ბავშვებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობენ. კავკასიის ფრანგული სკოლა მსგავს ღონისძიებას უკვე მეშვიდედ ატარებს.

კროსში გამარჯვებულები საფრანგეთის ელჩმა დააჯილდოვა.