ვაკის პარკის რეაბილიტაცია

ვაკის პარკის ორი სავიზიტო ბარათი პირვანდელ იერსახეს იბრუნებს.

თითქმის 80 წლის კასკადის და მრგვალი შადრევნის რესტავრაციით რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი წლების განმავლობაში ამორტიზებული და თითქმის განადგურებული იყო. გამოიცვალა წყალმომარაგების და განათების სისტემა. დარჩენილია სარეაბილიტაციო პროექტის მესამე ნაწილი, რაც დიდი კასკადის აღდგენას გულისხმობს.