რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად დაზიანდა გზები, დაიბომბა შენობები, განადგურდა 19 სახლი. რუსულმა არმიამ ასევე დაკარგა რამდენიმე ვერტმფრენი და თვითმფრინავი. დონის როსტოვში ტექნიკამ 10 ათასი კვადრატული მეტრი გზის საფარი დააზიანა, მათ შორის ყველაზე მეტად დაზიანებულია ბუდიონოვსკის გამზირის საავტომობილო გზა.
პავლოვსკის რაიონის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვორონეჟის ოლქის სოფელ ელიზავეტოვკაში 19 სახლი დაზიანდა. სახლების დაზიანების ხარისხი უცნობია. ლიპეცკის რაიონში დაზიანებულია მაგისტრალებიც, ხელისუფლება გზების ხელახალ დაგებას გეგმავს.