ერთი წელი და ცხრა თვე, – ამ ვადით დატოვა ე. წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში.
უკანონო დაკავების 42-ე დღეს ქართველი ქეიმი დამნაშავედ ცნეს ე. წ. საზღვრის განზრახ კვეთაში. ის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლეს და ე. წ. მოსამართლემ მის წინააღდეგ ამ კოდექსით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომა გამოიყენა.
როგორი შეფასებები მოჰყვა გადაწყვეტილებას თბილისში, – გიორგი კობერიძე მუშაობს თემაზე.