ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თეთრხალათიანების აქცია გაიმართა.
საქართველოს კლინიკების ასიციაციამ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დახმარების მოთხოვნით ამერიკის ელჩს წერილობით მიმართა. მედიკოსებმა განცხადება წაიკითხეს, რის შემდეგაც ექიმის გათავისუფლება ოსურ ენაზე მოითხოვეს. ისინი მოუწიდებენ ოს კოლეგებს, მონაწილეობა მიიღონ ექიმის გათავისუფლებაში. საკუთარი მიმართვა მედიკოსებმა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაშიც მიიტანეს.