„კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ეგზიტპოლის მიხედვით, თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი, კირ სტარმერი გახდება. ეგზიტპოლის მიხედვით, კონსერვატორების რაოდენობა 131 დეპუტატამდე შემცირდება, ლიბერალ-დემოკრატები კი, სავარაუდოდ, მესამე ადგილზე იქნებიან 61 დეპუტატით.14-წლიანი პაუზის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში „ლეიბორისტებს“ გაწერილი აქვთ გეგმა, რომლითაც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმართვას აპირებენ. პრიორიტეტად ეკონომიკის ზრდა და მოსახლეობისთვის ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება სახელდება.