მედიკამენტების ვადის გასვლის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს ოპოზიცია აკრიტიკებს. „ლელოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯანდაცვის უწყებას არ აქვს ერთიანი ხედვა, რის მიხედვითაც ცე ჰეპატიტის პროგრამა უნდა იმართებოდეს. გაუმართავ მენეჯმენტზე საუბრობს პარტია „ევროპული საქართველო“. განცხადებები გაკეთდა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.