ვადაგასული ხორცის ამოღება

დარღვევები ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში.

ორ ბიზნესოპერატორთან – შპს „დადუ“-სა და შპს „ინა“-ში, – კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, შპს „მირო“-ში აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, შპს „ნიკორა“-დან კი ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი.

აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, დაილუქა 1 ტონამდე ხორცი. ის სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სააქციო საზოგადოება „ნიკორამ.“ კომპანიის ინფორმაციით, დაჯარიმებულ სუბიექტს მის ჰოლდინგში შემავალ არცერთ ბრენდთან აქვს კავშირი და ადგილი აქვს მხოლოდ სახელების დამთხვევას, რასაც ადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც.