დაკავება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე

სამართალდამცავებმა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მათ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა, კერძოდ: ერთი მათგანი, რომელიც დასაქმებული იყო „ნიკორაში“, მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ მის თანამზრახველს. ჯამში ხდებოდა დაგროვილი ქულებით სარგებლობა და ხარჯვა. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.