უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტური პოსტის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამჯერად პრეტენზიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს აქვს. ნაზი ჯანეზაშვილს აინტერესებს, რატომ არ ჩართო გიორგი მარგველაშვილმა კანდიდატურის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციებში იუსტიციის საბჭო. აღმოჩნდა, რომ შესაბამისი შეთავაზება თავის დროზე საბჭოს მდივანს ჰქონდა მიღებული. განმარტებების მიუხედავად, მხარეები მთელი დღის განმავლობაში დავობდნენ, რატომ ვერ შედგა ავლაბრის სასახლესა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის სათანადო კომუნიკაცია.