უწყლოდ დარჩენილი დასახლებები ბათუმის შემოგარენში. უკვე წლებია, ზღვისპირა ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე სასმელი წყლის და კანალიზაციის პრობლემაა.
11 წელია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების კომენტარებიდან ირკვევა, შემოერთებული ადგილების ბინადრებს კიდევ ხუთი წელი მოუწევთ ლოდინი.