უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

მთავრობის ადმინისტრაციაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ის სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის დატვირთვაზე. კომისიის სხდომაში პირველად მონაწილეობდა და მოხსენებით წარდგა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანი, ანიეს ქოთუ.