უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრეს. რიგით მეორე შეხვედრა დღეს ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირებას დაეთმო. ცესკო-ს წარმომადგენლებმა ხმის ელექტრონულად მიცემისა და შედეგების ელექტრონულად დათვლის პროცესის საჩვენებელი პრეზენტაცია გამართეს. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შეისწავლის, ინციდენტებზე რეაგირებისთვის კი რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შეიქმნა. მისი მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ნორმების დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე დროული რეაგირებაა.