ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება ძალაშია.
საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობა ვიზების გარეშე შეუძლიათ. დაახლოებით ორ საათში სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი ავიარეისი შესრულდება. ფრენა ურუმჩის მიმართულებით არის დაგეგმილი. ბორტზე მყოფი მგზავრები პირველები იქნებიან, რომლებიც საქართველოდან ჩინეთში ვიზების გარეშე ჩავლენ. გადაწყვეტილებას კონკრეტული პირობები აქვს – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ ჩინეთში 30 დღით შეეძლებათ დარჩენა. სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან და საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მოლოდინია, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასთან ერთად ტურისტული ნაკადებიც გაიზრდება.