უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვის წარადგენს პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატად. არჩევნებამდე უნდა დასახელდეს იმ ადამიანების გვარებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ საკმაოდ გააქტიურებული და მმართველ გუნდთან მწვავედ დაპირისპირებული სალომე ზურაბიშვილი დროებით მთავრობაში მოიაზრებს. გარკვეული ეჭვები გაჩნდა ათონელის სასახლეში ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის მისვლის შემდეგ. წინა მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი 2012 წლის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში საერთოდ არ ყოფილა ჩართული. რაც შეეხება პრეზიდენტის ქარტიით გათვალისწინებულ ტექნიკურ მთავრობას, სახელმწიფოს მეთაური აპოლიტიკურ შემადგენლობას ემხრობა, თუმცა დროებითი მთავრობის, ისევე როგორც ერთ წელიწადში ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხზე უშუალოდ ქარტიის ხელმომწერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის პოზიციები იყოფა. ხელმომწერთა ნაწილი ხელახალი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია და დროებითი მთავრობის შემადგენლობის წინასწარ დასახელებასაც არ ეთანხმება.
უთანხმოება მაისში ხელმოწერილი საპრეზიდენტო ქარტიის გარშემო – თათია ტაბეშაძე დეტალებით.