უკანონო მიგრაციის შემცირება და საემიგრაციო წესების გამკაცრება – ცხრაწლიანი განხილვების შემდეგ ევროპარლამენტმა მიგრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები მიიღო.
ახალი პაკეტი თავშესაფრის მინიჭების და საკუთარ ქვეყნებში გაბრუნების პროცედურებს აჩქარებს და ევროკავშირის ქვეყნებში უკანონოდ შესულ მოქალაქეებს არაერთ რეგულაციას უწესებს. ცვლილებების პაკეტი ქვეყნებს თავშესაფრის მაძიებლების მისაღებად კვოტებსაც უწესებს. მიგრაციულ პაქტს პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი ეწინააღმდეგება. მიგრაციისა და პოლიტიკური თავშესაფრის პოლიტიკის ცვლილებებს აკრიტიკებენ მიგრანტების უფლებადამცველებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალი პაქტი 2015 წლიდან გაჩენილ მიგრანტთა მწვავე კრიზისს ვერ გადაჭრის.