აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. ოქმის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან, 14 „ქართულმა ოცნებამ“, შვიდი კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. ფაქტს პროტესტი მოყვა ოპოზიციის მხრიდან. ისინი მხარდამჭერებთან ერთად აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს.