ოპოზიციის ნაწილის აქცია ცესკო-სთან
ცესკო-ს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეზოში დილიდან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და სკანდირებენ, რომ შემაჯამებელი ოქმი არ უნდა იქნეს მიღებული.