უშედეგოდ დასრულდა ერგნეთში გამართული ე.წ. ტექნიკური შეხვედრის დღევანდელი რაუნდი.
ოფიციალურმა თბილისმა ვერც დღეს მიიღო პასუხი კითხვაზე, როდის გახსნის საოკუპაციო რეჟიმი ახალგორის ე.წ. გადასასვლელს, რომელიც სოფელ ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გამო ზაფხულის შემდეგ ჩაკეტილია. დღის წესრიგში იყო გახშირებული გატაცებების ფაქტების განხილვაც. სოფელ კოდისწყაროს ორი მკვიდრი ამ დრომდე არაღიარებული რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესები საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში რჩება. ამჯერად განცხადებას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აკეთებს.