„უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებული სწავლება დასრულდა.
დახურვის ცერემონია უწყების სასწავლო ცენტრში გაიმართა. სტუდენტებს სიტყვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მიმართეს და მათ სერტიფიკატებიც გადასცეს. სტუდენტებმა ორი კვირის განმავლობაში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მხრიდან, უსაფრთხოების საკითხებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.