საქართველოში არსებობენ ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე აწარმოებს.