უსაფრთხოების დარღვეული ნორმები სამშენებლო ობიექტებზე.
თბილისის მერია სამ სამშენებლო კომპანიას გაფრთხილებას აძლევს. ისანში მშენებარე კორპუსებთან უსაფრთხოების ბადეები დამონტაჟებული არ იყო. დაჯარიმებული კომპანიების ნაწილი მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. დარღვევების გამოსწორებამდე კომპანიებს სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების უფლება არ აქვთ.