გაზის გაჟონვის შემთხვევების ფონზე მაღალია მხუთავი აირით მოწამვლის მაჩვენებელიც. ამ მხრივ გამორჩეულია რუსთავი, სადაც წინა წლების მსგავსად, CO-თი ბოლო პერიოდში უკვე არაერთი ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა.
როგორც ირკვევა, უმეტეს შემთხვევაში მიზეზი სავენტილაციო სისტემაზე მიერთებული გამათბობლების მილებია, რომელთა დამონტაჟების დროს აბონენტების ნაწილი უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს.