საქართველოს პარლამენტში ამ დრომდე უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს. დამატებითი შეზღუდვები საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დღეა მოქმედებს, შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები და დეპუტატები. ზომები განსაკუთრებით გამკაცრდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს საქართველოს პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა დააზიანეს.