„უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ პირველი სეზონი დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტისთვის 40 მსმენელი შეირჩა. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი თვის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ.