უსაფრთხო სკოლის სტრატეგიული გეგმა განიხილეს პარლამენტში.
დოკუმეტმა, რომელიც განათლების სამინისტრომ მოამზადა, სკოლებში მოსწავლეებს შორის ძალადობისა და ბულინგის პრევენცია უნდა უზრუნველყოს. საუბარია მანდატურების გადამზადებაზე, სათვალთვალო კამერების დამონტაჟებაზე და ძალადობასთან მიმართებაში მშობლებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებაზე. ასევე მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის უფრო ეფექტურ კოორდინაციაზე. ამუშავდა სპეციალური ინტერაქტიული ვებგვერდი. ვებგვერდზე ანონიმურობის დაცვით ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესაბამის უწყებებს მიაწოდოს ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ან თუ თავად არის სკოლაში ძალადობის მსხვერპლი – მიიღოს დახმარება.