უსაფრთხოება სკოლებში

სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად გადაიგზავნა.

ინიცირებული პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახური დამატებით ფუნქცია-მოვალეობებს იძენს, რომლებიც აამაღლებს მისი საქმიანობის ეფექტიანობას და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იქნება ორიენტირებული. საკანონმდებლო ცვლილებებით, მანდატურის კანდიდატის მიმართ განისაზღვრება ახალი მოთხოვნები. სრული ზოგადი განათლების ნაცვლად, აუცილებელი გახდება, პროფესიული ან უმაღლესი განათლება. სავალდებულო ხდება სკოლის შენობაში გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების დამონტაჟება.