საკითხი, რომელიც ბათუმში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ გააქტიურდა.
ბულვარში დამონტაჟებულმა სასრიალო ბატუტმა უამინდობის დროს 10 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. „მოამბე“ დაინტერესდა, ვინ აკონტროლებს გარე სივრცეებში მოწყობილ გასართობ ობიექტებს და რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები. ირკვევა, რომ აკრედიტებული კერძო კომპანიები სავალდებულო წესით მხოლოდ მაღალი რისკის შემცველ ობიექტებს ამოწმებენ, ამ ჩამონათვალში არ შედის ბატუტი, ისევე როგორც მარტივი კონსტრუქციის ატრაქციონები. სპეციალისტები სავალდებულო შემოწმებას დაქვემდებარებული გასართობი ობიექტების ჩამონათვალის გაფართოებას ითხოვენ.