რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ უსაფრთხო სკოლის კონცეფცია მზად არის.
მოზარდებში გახშირებული დანაშაულის პრევენციის მიზნით შემუშავებული დოკუმენტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა ცვლილებები მანდატურების საქმიანობაში, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო-კონტროლის გამკაცრება და სპორტული აქტივობების დაგეგმვა.
საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე კონცეფციას უკვე გამოუჩნდნენ სკეპტიკოსები მესამე სექტორში.