“უსაფრთხო ბიზნესგარემო ეკონომიკური განვითარებისთვის” - საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნა

“უსაფრთხო ბიზნესგარემო ეკონომიკური განვითარებისთვის” – ამ სლოგანით საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა პროფესიული დღე მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ ადმინისტრაციებთან ერთად აღნიშნეს.

შემოსავლების სამსახურის 17 თანამშრომელს საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცა. ღირსების მოწმობები ასევე გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს. ღირსების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები.

საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.