თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე საფარის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მუნიციპალიტეტის საზღვრებში, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გამხმარი და დაავადებული ხეების სანიტარული ჭრის განხორციელება როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კერძო მესაკუთრის ვალდებულებაა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებსა და დაავადებული ხეების ნაცვლად, ახალი ნერგების დარგვას.