საქართველოს პარლამენტსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთგაგების რიგით მეორე მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია „ბავშვის უფლებათა კოდექსისა“ და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების განხორციელებაზე ზედამხედველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ბავშვთა მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას ბავშვის უფლებათა კანონმდებლობის სრულყოფისთვის. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირების ფარგლებში საქართველოს პარლამენტსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის პირველად ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 2021 წლის დეკემბერში მოეწერა.