ურთიერთბრალდებები საარჩევნო დარღვევებზე

თავის მხრივ, ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს მამუკა მდინარაძე, რომლის ბრიფინგი, ხმების მოპარვის კონკრეტულ ფაქტებზე, მეორე დღეა, ისევ შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებებით მმართველი პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მეტ აქტუალიზაციას უკეთებს. ნაწილი კი აღნიშნულ ბრალდებებს არ იღებს და აღნიშნავს, რომ არჩევნებში სავარაუდო დარღვევების ავტორი „ქართული ოცნების“ გუნდია.

ამავე საკითხს გამოეხმაურნენ დღეს უმრავლესობაშიც. გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ არცერთი თემა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ და ყველა გადაცდენა უნდა იყოს იდენტიფიცირებული.

მამუკა მდინარაძემ გუშინ 81 დადასტურებულ ფაქტზე ისაუბრა, თუ როგორ მოიპარა „ქართული ოცნების“ ხმები ეგრეთ წოდებულმა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.