ურთიერთბრალდებები მეპურეებსა და წისქვილკომბინატებს შორის გრძელდება. მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ხორბალს 70 თეთრად არ იბარებენ. მეპურეები მიზეზად საქართველოში წარმოებულ უხარისხო ხორბალს ასახელებენ. რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, მათი წარმომადგენლის განცხადებით, მთავარი პრობლემა მეპურეების მხრიდან შეთანხმების დარღვევაა, რომლის მიხედვითაც, მათ ერთი ტომარა ფქვილი 52 ლარად უნდა ეყიდათ, ხორბალი კი 70 თეთრი ეღირებოდა.
ლევან სილაგავას განმარტებით, საქართველოში ახლა ბევრად უფრო იაფი ფქვილი შემოდის, სწორედ ამიტომ ხორბალიც ნაკლებ ფასად იყიდება. ფქვილის ფასების კლება კი სასურსათო ხორბლის ფასის და ხარიხის პროპორციულია.