ლევან სილაგავას განცხადება

მიუხედავად რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაპირისპირებისა, უახლოესი ორი თვე, პურზე ფასების ზრდის წინაპირობა ამ ეტაპზე არ არსებობს. განცხადება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის საკმარისი მარაგები არსებობს. ლევან სილაგავას განმარტებით, პარალელურ რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს, ალტერნატიული ბაზრების ასათვისებლად. მათ შორის არის ყაზახეთი.