დროებითი გადასახადი ფქვილის იმპორტზე

მწვავე პროტესტის შემდეგ წისქვილკომბინატების მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო გადასახადი წესდება. გადაწყვეტილება იმ არათანაბარ პირობებს უკავშირდება, რომელშიც ადგილობრივი წისქვილკომბინატები ბოლო პერიოდში აღმოჩნდნენ. გაიაფებული იმპორტირებული ფქვილთან და ხორბალთან შედარებით მისი იმპორტის ორჯერ გაზრდის გამო წისქვილკომბინატების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა, რამაც თავის მხრივ ადგილობრივი ხორბლის მოსავლის რეალიზაციას შეუქმნა პრობლემა. საიმპორტო გადასახადის დაწესებით ხელისუფლება კონკურენტული გარემოს შექმნას და ქართულ ბაზარზე ხორბლის რეალიზაციის ხელშეწყობას ცდილობს. თავის მხრივ წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, რომ ჯერ კიდევ წინა წლის და ამ დრომდე გაუსაღებელი მარცვლეულის მოსავალიც თვითღირებულების ფასად ჩაიბარონ.

გაძვირდება თუ არა საიმპორტო გადასახადის შემოღებით პურის ფასი – შალვა სუმბაძე დეტალებით.