თავდასხმა საარჩევნო ყუთებზე, ბრალდებები დაუდგენელ რეგისტრაციებზე და შეურაცხმყოფელი რიტორიკა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პოლიტიკური ტემპერატურა პიკს აღწევს.
დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი ე.წ. მერყევ შტატებში შეხვედრებს მართავენ. სწორედ ამ შტატების შედეგები იქნება გადამწყვეტი საბოლოო შედეგის დასადგენად. პარალელურად მოქალაქეები სასურველ კანდიდატს ხმას აძლევენ. მერყევია ჯორჯიის შტატიც, სადაც უკვე სამმა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ პრეზიდენტობის დემოკრატ და რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის რეიტინგებში უმცირესი სხვაობაა, რაც საბოლოო შედეგების პროგნოზირებას კიდევ უფრო ართულებს.