საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციის შემუშავებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირების გზებზე იმსჯელეს. პანელური სესიები სივრცითი და ურბანული განვითარების ასპექტების განხილვას მოიცავდა. ორი დღის განმავლობაში შემუშავებული სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მსოფლიო ურბანულ ფორუმზე მოხდება.